0

ხრაშუნა ქათმის რეცეპტი, რომელმაც დაიპყრო მსოფლიო

ჰარლანდ სანდერსი ამერიკული ბიზნეს-ისტორიების ის პერსონაჟია, რომელმაც სამყაროს ყველასთვის საყვარელი დაბრაწული ქათმების ქსელი – KFC აჩუქა.

ჰარლანდ სანდერსი ფერმერის ოჯახიდან იყო. იგი ქვეყნიერებას 1890 წლის 9 სექტემბერს მოევლინა და სწორედ აქედან დაიწყო მისი საინტერესო და, ამავდროულად, არც თუ ისე მარტივი ცხოვრების ისტორიაც. 6 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა, რამაც სანდერსის დედა იძულებული გახადა, სრულ განაკვეთზე თავდაუზოგავად ემუშავა. ყველაფერ ამის შედეგად კი, ბიჭუნას სხვადასხვა ვალდებულება დაეკისრა – მათ შორის, უმცროს და-ძმაზე ზრუნვა და მათი გამოკვება.

Up icon