კონფიდენციალურობის პოლიტიკა
KFC აფასებს ამ ვებგვერდზე (შემდგომში - ვებგვერდი) თქვენს ვიზიტს და იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენი პროდუქტების მიმართ იჩენთ. ეს პოლიტიკა ვრცელდება თქვენზე, თუ თქვენ ყიდულობთ KFC-ს პროდუქტს, იღებს მომსახურებას ჩვენგან, მონაწილეობთ ჩვენს ღონისძიებებში ან აქციებში.
თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვებგვერდის სტუმრობის განმავლობაში, გვსურს თავს კომფორტულად გრძნობდეთ.
ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის განმავლობაში და შემდგომში.
ვებგვერდით სარგებლობისას პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით.
ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში - პოლიტიკა).
თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ ვებგვერდის მომდევნო გვერდებით სარგებლობა.
ვებგვერდით სარგებლობისას პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით, რომელიც თავის მხრივ შემუშავებულია ჩვენ მიერ დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის“ საფუძველზე. აღნიშნული დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე და შეგიძლიათ გაეცნოთ.
წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ მას გაეცნოთ რეგულარულად. წინამდებარე პოლიტიკის ბოლო აბზაცი მიანიშნებს იმ თარიღს, თუ როდის მოხდა პოლიტიკის უკანასკნელი განახლება.
რა მიზანს ემსახურება წინამდებარე პოლიტიკა და რა არის მისი მოქმედების სფერო?
KFC, მისი შვილობილი კომპანიები ან/და აფილირებული პირები (“KFC” ან „ჩვენ“) ცდილობენ დაიცვან იმ პირების პერსონალური მონაცემები, რომლებიც სარგებლობენ ვებგვერდით. შესაბამისად, ჩვენ შევიმუშავეთ წინამდებარე პოლიტიკა იმის აღსაწერად, თუ როგორ და რა სახის ინფორმაცია შეგროვდება ვებგვერდის მომხმარებლებისგან და იმ მიზნების განსასაზღვრად, რომლის მისაღწევადაც KFC-მ შესაძლოა შეაგროვოს, გადასცეს ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი გახადოს აღნიშნული მონაცემები.
წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების შედეგად მოიპოვებს KFC. პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების იმ ვებგვერდებზე, რომლებიც არ არიან KFC-სთან აფილირებული პირები, მაგრამ შესაძლოა ასეთ ვებგვერდებთან კავშირი KFC-ის ვებგვერდის საშუალებით იყოს შესაძლებელი (შემდგომში - მესამე პირების ვებგვერდები). გთხოვთ, გაეცნოთ ასეთი მესამე პირების
ვებგვერდების კონფიდენციალურობის პოლიტიკას, თუკი თქვენ მათ ვებ გვერდებს იყენებთ, იმდენად, რამდენადაც KFC არ არის პასუხისმგებელი და არ აქვს გავლენა არც მესამე პირების ვებგვერდების შემცველ მასალებზე და არც მათი კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკაზე.
რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?
ჩვენი ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც თქვენ გვაწვდით KFC-ის ვებგვერდის მეშვეობით, მაგალითად როდესაც შეგყავთ პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, სქესი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი და სხვა) ვებგვერდის სარეგისტრაციო გვერდზე ან მაშინ, როდესაც ჩვენს ვებგვერდზე სიახლეების მისაღებად რეგისტრირდებით.
KFC გამოიყენებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს:
- ვებგვერდის ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის;
- მარკეტინგული მიზნებისათვის;
- ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად;
- წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებისთვის.
KFC იცავს ყველა მოქმედ კანონს და რეგულაციას, რომელიც ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხს ეხება.
ვის გადავცემთ ვებგვერდიდან თქვენზე შეგროვებულ ინფორმაციას?
შესაძლოა თქვენი ინფორმაცია KFC-მ გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ან KFC-ისთვის სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს ქვეყნის გარეთ ან შიგნით, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად. ჩვენთან აფილირებული პირებს და სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს, რომლებსაც KFC-ის ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, ასევე გააჩნიათ ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.
როდესაც ვახდენთ პერსონალური მონაცემების საერთაშორისო ტრანსფერს, ჩვენ ვრწმუნდებით ვართ თუ არა მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, მაგალითად, ვაფორმებთ შესაბამის ხელშეკრულებებს იმ პირებთან, რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენგან იღებენ, რათა მათ უზრუნველყონ ამ მონაცემების ადეკვატური დაცვა.
ასევე, ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული ინსქტრუქციის საფუძველზე და
მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.
უსაფრთხოების რა ზომები დავნერგეთ ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი ინფორმაციის დასაცავად?
KFC-მ მოახდინა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის იმპლემენტაცია, იმისათვის, რომ KFC-ის მიერ ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მონაცემებს ინტერნეტის მეშვეობით აგზავნით?
მიიჩნევა, რომ ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს, და ინფორმაციაზე, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად ვებგვერდის ან ელექტრონული შეტყობინების სისტემის გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა. იმის მიუხედავად, იმყოფებიან თუ არა ინფორმაციის გამგზავნიც და მისი მიმღებიც ერთი და იმავე ქვეყანაში, ინტერნეტის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა გადაიცეს საერთაშორისო საზღვრების მიღმა და შესაძლებელია აღმოჩნდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნისგან განსხვავებით, პერსონალური მონაცემების დაცვისათვის სუსტი მექანიზმები არსებობს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე იმ ეტაპზე, როდესაც ეს ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით KFC- ისთვის გადაცემის მდგომარეობაში იმყოფება. იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა, გვსურს შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ კომუნიკაციისათვის აირჩიოთ ის მეთოდი, რომელსაც შესაფერისად მიიჩნევთ.
როგორ შეგიძლიათ თქვენ პერსონალური მონაცემებზე წვდომა ან მათი გაცნობა?
მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ:
- გადაამოწმოთ ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
- გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა;
- მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება/ განახლება /შევსება;
- მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემების შეწყვეტა /წაშლა / განადგურება;
- მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემების დაბლოკვა;
- მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემების გადატანა;
- მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გამოხმობა;
- თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტი შეგიძლიათ გაასაჩივროთ კანონით დადგენილი წესით.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთნ დაკავშირებული მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგ მისამართზე: info@ifc.ge
ბოლო ცვლილება განხორციელდა 2024 წლის -- მარტს.